21/03/2023
19:29
პოლიტიკა
„ამ კანონზე უკან არავინ არ იხევს და ბოლომდე გინდათ, რომ გაიტანოთ. მე მაინტერესებს, პარლამენტის, მთავრობის მოქმედი შემადგენლობიდან რომელი პოლიტიკოსის ოჯახის წევრი არის ნამყოფი ჯარში?“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ჯარში, სადაც მთავრობის წევრები თავიანთ შვილებს არ უშვებენ, სხვისი გაშვება უხერხულია.
„უხერხული ხომ არ არის, ასეთი ტიპის ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, მივიღოთ კანონი და სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ? როგორ შეიძლება, ჩვენ მათ ავუხსნათ, რომ კარგ რამეში ვუშვებთ და მათთვის კარგი გვინდა, როდესაც არცერთი ჩვენი ოჯახის წევრი იქ ნამყოფი არ არის?“, - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0