-share.jpg)
ისრაელელი მიმომხილველისა და პოლიტიკური კომენტატორის გედეონ ლევის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობას დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაერიოს და საბოლოოდ დაასრულოს ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია.
„ისრაელი,ნეთანიაჰუმდეც კი, ათწლეულების განმავლობაში, უარს ამბობდა პალესტინის პრობლემის რეალურ მოგვარებაზე. ამიტომ, დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადოს: „უკვე საკმარისია“. ისრაელი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ომს იწყებს და ანადგურებს ღაზას, შემდეგ კი საერთაშორისო საზოგადოებამ მისი რეაბილიტაცია უნდა დააფინანსოს.
ეს საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, რადგან ღაზაში კონფლიქტის გამო ყველა სახის სხვა დაძაბულობა მწვავდება. დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მოძებნოს გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე გაგრძელდება სამუდამოდ“, - განუცხადა ლევიმ Al Jazeera-ს.
0
0