„ტუტსის“ ვარსკვლავი, ტერი გარი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
30/10/2024
11:03
ტაბლოიდი
A-
+A
„ოსკარზე“ ნომინირებული ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე ტერი გარი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, გარი, გაფანტულ სკლეროზთან 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ტერი გარმა 2002 წელს საჯაროდ პირველად ისაუბრა ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებაზე, რათა გაფანტული სკლეროზის მქონე სხვა ადამიანებისთვის ცნობიერება აემაღლებინა. როგორც CBS-ი წერს, მსახიობს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნა და 2007 წელს ანევრიზმის სამკურნალოდ ოპერაცია ჩაუტარდა.
ტერი გარი ცნობილია ფილმებით „ახალგაზრდა ფრანკენშტეინი“, „ბატონი დედა“ და „ტუტსი“ და ა.შ..
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%