
ციფრული სკანირების დროს „ტიტანიკის“ ნამსხვრევებში ოქროს ყელსაბამი პრეისტორიული ეპოქის ზვიგენის (რომელიც ცნობილია, როგორც მეგალოდონი) კბილთან ერთად აღმოაჩინეს.
„1912 წელს „ტიტანიკის“ ჩაძირვის შემდეგ, 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყელსაბამი ოკეანის ფსკერზე იყო დარჩენილი. პრეისტორიული ეპოქის ზვიგენი 23 მილიონზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა,“- განაცხადა კომპანია Magellan-მა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ წყალქვეშა სკანირების პროექტს ახორციელებს.
როგორც Magellan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ პარკინსონმა თქვა, „“ტიტანიკის“ გემბანის რკალსა და კიჩოს შორის 5 კვ.მ-ზე ნამსხვრევების ველია. გუნდმა ისე გამოიკვლია ეს ზონა, რომ ჩვენ შევძელით დეტალების გარჩევა“.
Magellan-მა და კინორეჟისორებმა (Atlantic Productions) აღნიშნეს, რომ მეცნიერთა ჯგუფმა ღრმაწყლოვანი ზღვის რუქებით პირველად შექმნა „ტიტანიკის“ კატასტროფის ამსახველი ზუსტი „ციფრული ტყუპი“.
„მეცნიერებმა მოახერხეს 1912 წლის 14 აპრილის ტრაგედიის დეტალების გამოვლენა და საინტერესო ინფორმაციის აღმოჩენა იმის შესახებ, თუ რა დაემართა ეკიპაჟსა და მგზავრებს იმ საბედისწერო ღამეს.
ნამსხვრევებს სკანირება 2022 წლის ზაფხულში ჩაუტარდა სპეციალიზებული გემის საშუალებით, რომელიც განთავსებული იყო 700 კმ.-ში კანადის ერთ-ერთ სანაპიროზე", - ნათქვამია პრესრელიზში.
0
0