30/09/2021
11:00
სხვადასხვა
„კითხვა მაქვს! ვსწავლობ 6 წელი უნივერსიტეტში, წელიწადში ვიხდი 2200 ლარს, პლიუს უამრავი ხარჯი უნივერსიტეტში, პლიუს დამატებითი მომზადება უცხო ენაში... სასწავლებლად ვარ ჩამოსული რეგიონიდან, ვიხდი ქირას, კომუნალურებს. ასევე ყოველდღიური მგზავრობის ხარჯი. 6 წელში საშუალოდ ვხარჯავ 30 000 - 40 000 ლარს. შემდეგ რა ხდება: ღამეები ვათენე სწავლაში, მაქვს დიპლომი, ასევე ვიცი უცხო ენაც. ერთი სიტყვით მზად ვარ რომ დამიფასდეს შრომა. ვეძებ ნორმალურ სამსახურს, მივდივარ გასაუბრებებზე, უმეტეს წილად მეუბნებიან უარს იმ მიზეზით რომ არ მაქვს გამოცდილება... სადაც მთანხმდებიან, ხელფასი მაქსიმუმ 700 ლარი და ისიც გადატვირთული გრაფიკით! კარგი თანახმა ვარ და ვიწყებ მუშაობას 700 ლარზე სულ სხვა პროფესიით (მოლარე ან ოპერატორი), რადგან დღეს კურს დამთავრებულების უმეტესობა ვერ მუშაობს თავისი პროფესიით. შემდეგ რამდენიმე თვეში მიშვებენ ან ჩემით მივდივარ ვირული შრომისგან გადაღლილი. შემდეგ ისევ ახალი სამსახური და ასე გადის დრო, ამასობაში მავიწყდება ჩემი პროფესია, რომელსაც რამდენიმე წელი შევალიე.
კითხვა მაქვს... რამდენი წელი უნდა ვიწვალო რომ, ჩემს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია 40 000 ამოვიღო? ალბათ ისევ დაახლოებით 6 წელი, ის დრო რაც სწავლაში დავხარჯე. :)) ა
ნუ სწავლის დაწყებიდან 12 წლის შემდეგ ვიაზრებ რომ ისევ იქ ვარ საიდანაც დავიწყე. :))
12 წლის შემდეგ ისევ სამსახურს ვეძებ და უკვე მეუბნებიან რომ მე ასაკი ხელს აღარ მიწყობს ბევრ სამსახურში მუშაობის დასაწყებად, არადა ახალგაზრდას გამოცდილებას მთხოვდნენ... ასე გადის დრო, ერთ დღესაც იხედები სარკეში და ხედავ შემორეულ ჭაღარას, შეშლილ მზერას, გადაღლილ გამოხედვას და ჩუმად შემოპარულ სიბერის შრეებს შუბლზე. წარსულში ხედავ იმ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდას, რომელიც ერთ დროს ენერგიას არ ხარჯავდა მიზნის მისაღწევად და თურმე რა სწრაფად ბერდები და იკარგები დროში. ხედავ,რომ შენი ახალგაზრდობა იმ დროის მსხვერპლია, სადაც ადამიანის და შრომის ფასი ჯერაც არავინ იცის. აქ ისევ ჩაწყობებია, აქ ისევ მშიერი ადამიანების ყოფნა აწყობთ მათი უკეთესად სამართავად. აქ ისევ 90-იანი წლების პოლიტიკოსები და მათი შვილები მართავენ ქვეყანას. აქ ისევ შია ხალხს! ხშირად ვხედავ ქუჩაში ვირული შრომისგან ნაადრევად დაბერებულ ქალებს, რომლებსაც აღარც კი ახსოვთ, რომ ქალები არიან. ხშირად ვხედავ კაცებს, რომლებიც ერთ დროს ახალგაზრდა ღიმილიანი თავმოყვარე ბიჭები იყვნენ,მაგრამ ცხოვრების სიდუხჭირემ ისე გააწამათ, საკუთარ თავს აღარ ჰგავნან. მე ეს საკითხები ძალიან მაწუხებს და ხშირად მთრგუნავს ამდენი უსამართლობის ყურება ჩემს სამშობლოში!!!
პროტესტის გრძნობა მკვდარია საზოგადოებაში!!“
0
0