
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი 9 დეკემბერს ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მილიარდერ ანდრეი ბაბიშს დანიშნავს.
როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი განმარტავს, პარტია „ანოს“ ლიდერმა აღმოფხვრა მის წინაშე არსებული ინტერესთა კონფლიქტი და უარი თქვა ქვეყნის უმსხვილეს მულტიპროფილურ კონცერნ „აფროფერტზე“, რომელიც მის საკუთრებაში იყო.
მანამდე სოციალურ ქსელში ანდრეი ბაბიშმა თავად გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ საბოლოოდ უარს იტყვის „აფროფერტზე“ და არ დაუბრუნდება მის მართვას, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც. მისივე თქმით, კონცერნი, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, დამოუკიდებელი პირების მართვის ქვეშ გადავა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, კონცერნი მემკვიდრეობით მის შვილებს გადაეცემათ.
ანდრეი ბაბიშის პარტიამ ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა უმრავლესობის ფორმირებისთვის მანდატები არ ეყო, რის შემდეგაც პარტიამ კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო.
0
0