11/11/2021
13:01
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას თქმით, სტრასბურგს კონკრეტულად ამ მომენტში სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი შიმშილობს.
ხოშტარიას თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი არის უკვე არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ.
„მინდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურო. პირველ რიგში სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება აბსოლუტურად დაუშვებელია. დაუშვებელია არა რაღაცა კეთილსინდისიერი კატეგორიებით, არამედ ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს მთლიანად ქვეყანას.
აქ „ქართული ოცნება“ და მთავრობა, ზოგადად არავის აქვს დიდი მანევრის საშუალება. ეს აუცილებლად გამოიწვევს მძიმე შედეგებს ნებისმიერისთვის ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას. ამიტომ უნდა გვესმოდეს, ტყუილებით საუბარი რა გადაწყვიტა სტრასბურგმა ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
სტრასბურგმა კონკრეტულად ამ მომენტში არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ოღონდ სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა და დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ანუ ყველანაირი სპეკულაცია მთავრობის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ჭამს, სვამს და ასე შემდეგ არის საერთაშორისო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ აბსოლუტურად უგულებელყოფილი.
მეორე სტრასბურგმა თქვა და მიიღო ეს საქმე მიიღო პრიორიტეტულ საქმეთა სიაში, მან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პირობებში არის მიხეილ სააკაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის უკვე არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლებას მოუწევს სტრასბურგს ის კადრები აჩვენოს თუ როგორ მოატყუეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის დროს.
„მაგალითად, სტრასბურგში მოუწევთ იმ კადრების ჩვენება თუ როგორ ატყუებენ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების ჩვენება ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე შეფასებულია არაერთი არასამთავრობოს მიერ როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა.
სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში ნამდვილად არ არის საკმარისი პირობები მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. ამიტომ, უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ამ პროცესს. ამ მეთვალყურეობისთვის მიცემულია თან ძალიან კონკრეტული ვადა, ეს არის 2 კვირა.
ეს 2 კვირა ჩვენთვის, ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის არის შანსი, რომ გამოვიდეთ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან. საფრთხე, რომ არ იყოს ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ“, - დასძინა ელენე ხოშტარიამ.
0
0