11/11/2021
13:39
პოლიტიკა
მისი თქმით, ქართული მხარე 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დეტალებზე ინფორმაციას მიაწვდის.
„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური.
ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულებაში არსებული მაღალი სტანდარტები. მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას. 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.
0
0