14/06/2023
12:10
პოლიტიკა
„სახალხო დამცველი რომ ვარ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა, მე შემიძლია დავაფიქსირო, ყოველთვის ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას. არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ, მით უმეტეს, როდესაც ეს ხანში შესულ ადამიანს ეხება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
აღნიშნულით იოსელიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ბექა ყორშიას სიუჟეტს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, როინ მეტრეველს ეხება.
მისი თქმით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნული როინ მეტრეველის პასუხიც არ მოეწონა და არც ის, რასაც ჟურნალისტს დაჰპირდა, თუმცა მისი გადმოსახედიდან, ეს კომუნიკაცია პიროვნებისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყო, ამიტომ, ამაზე ძალიან ზომიერად აზრი გამოთქვა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, იმ ადამიანების ადამიანური პოზიცია უკვირს რაღაც ჟურნალისტური სიუჟეტის მიმართ, რომელიც მის გემოვნებაში არ ჯდება:
„მე არ მომწონს, მე მაქვს ამის უფლება, სახალხო დამცველი რომ ვარ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება შემიზღუდა, მე შემიძლია დავაფიქსირო და ყოველთვის ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, მე არ მომწონს როდესაც ადამიანს ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ხანში შესულ ადამიანს.
რაც შეეხება ყველა სხვა საკითხს, თუ ვიღაცას რაღაც მტკიცებულება აქვს, ამ ადამიანს დანაშაული მიუძღვის, ჩემთვის გასაკვირი არის ასეთი ორგანიზებული თავდასხმა, თან ცუდი კი არ მითქვამს ამ ადამიანზე რამე ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ამაზე კარგი რამეც გააკეთო ხომ?!
საბოლოო ჯამში, მე რა ტენდენციაც დავინახე, რომ მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მით უმეტეს როგორც სახალხო დამცველს, ეს თავდასხმით, ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება“. – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0