
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 6 დღეს რჩება. მანამდე კი, თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციებს თავიდანვე გამოუცხადა ბოიკოტი და მათი მიზანია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, „საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს ამ ანტიგმირების სახელები და გვარები“.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, ოპოზიციის დღის წესრიგში აღარ დარჩა არაფერი, გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესები მოიგონონ და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ.
"სახელი და გვარები, ალბათ, უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, კარგად იციან, დეკანოიძემაც და სამნიძემაც, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი სამადაშვილია, თუმცა მას თავადაც არ ჩამოუვარდებოდნენ. თავად დეკანოიძეც და სამნიძეც შეხვედრებზე არაერთხელ აღნიშნავდნენ, მათ შორის, ჩვენ პარტნიორებთან, რომ თურმე, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება ჰყავს ცუდი. სამწუხაროდ, მინიმუმ 99% ოპოზიციიდან, დადიოდა ბრიუსელში, რომ გაეშავებინა თავისი ქვეყანა. უფრო ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ჩანს, ოპოზიციას ეუბნებიან ერთმანეთში ჩამოყალიბდით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პანაშვილები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0