
"საზოგადოების შესაშინებლად არ ვამბობ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან რეალურია დესტაბილიზაციის საფრთხე - შეიძლება 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდად ვერც კი მივიდეთ... შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ უკვე ჩვენზე აღარც არის დამოკიდებული", - ამბობს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით არაერთი მსხვილი მოთაშეა დაინტერესებული, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები სათავისოდ შემოაბრუნოს.“ - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე დიდი მოთამაშის ინტერესები იკვეთება.
„უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი - რუსეთის გავლენის შესუსტების პარალელურად, გაზრდილია თურქეთის გავლენა. უფრო მეტსაც გეტყვით - აზერბაიჯანის გავლენაც კი გაზრდილია. ეს გარკვეულწილად ყარაბაღის კონფლიქტითაც არის განპირობებული. აზერბაიჯანი და თურქეთი მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში მათ უნდა აკონტროლონ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამენ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეეგუება საკუთარი გავლენის შესუსტებას და ამ მოცემულობის შესაცვლელად არ იმუშავებს, მოსკოვს ახლა საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან სჭირდება მორჩილი ძალა. ამ ყველაფრის პარლალელურად, საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება ამერიკული და ევროპული ინტერესებიც. ვაშინგტონისთვის გადამწყვეტია იდეოლოგიური ნარატივია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რეგიონში დასავლური ინტერესების ფლაგმანი გახდება. დღეს არსებულ ხელისუფლებასთან ლაპარაკი რომ რთულია, ამის შესახებ ვაშინგტონში უკვე იციან, ამიტომ საყრდენად სხვებს ეძებენ.
სხვათა შორის, არ მგონია, რომ ამ "სხვებს" შორის „ნაციონალური მოძრაობა“ მოიაზრებოდეს, დისკრედიტირებული ძალა სულაც არ აწყობთ. თავის მხრივ, განსახვავებულია ევროკავშირის ინსტერესები. ბოლო დროს გამოჩნდა, რომ ეს ასეა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვაშინგტონი საკუთარი ინტერესების გატარებას მხოლოდ საქართველოში ან თუნდაც სამხრეთ კავკასიაში კი არა, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც აპირებს. ამ მიმართულებით, ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობს შორის საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია“ - აცხადებს მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
0
0