27/03/2023
23:42
პოლიტიკა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ილია მეორის მიერ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთვის მიწერილ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს წერილი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქის წერილი ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ისტორიულ ინტერესებს უპირისპირდება.
„საკუთარი წერილით მსოფლიო პატრიარქისადმი, რომლითაც იცავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, საქართველოს საპატრიარქო:
შორდება უძველესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ სულისკვეთებას;
ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ღიად და მკაფიოდ გაცხადებულ ნებას;
უპირისპირდება ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ისტორიულ ინტერესებს;
უმძიმესი დილემის წინაშე აყენებს საკუთარ მრევლს, არჩევანი გააკეთოს სამოქალაქო პოზიციასა და რელიგიურ მრწამსს შორის და ამით აზიანებს და ძირს უთხრის პირველსაც და მეორესაც;
ხელოვნურად ქმნის და აღვივებს სეკულარული პატრიოტიზმის და რელიგიური მიკუთვნებულობის ტრადიციის არათავსებადობისა და ურთიერთგამომრიცხაობის უკიდურესად საშიშ პარადიგმას;
ოპერირებს არა როგორც ავტოკეფალიური ეკლესია, არამედ როგორც რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური საეკლესიო ერთეული, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ერთობას და პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს“, - აღნიშნულია გვარამიას წერილში.
0
0