
საქართველოს კანდიდატის სტატუსის ბედი არგენტინაში წყდება: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ორბანის ჩასვლას მაკრონის და ზელენსკის ჩასვლა მოყვა. - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელო ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"მოქმედი ომის პირობებში, სამყაროს მეორე ბოლოში ჩადის მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული მომავლის გამო. საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ." - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, არგენტინის სენატის იუთუბის არხზე გაჩნდა ვიდეო, რომელზეც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ მოულოდნელად შეხვედრის მომენტია აღბეჭდილი. არგენტინაში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაცია გაიმართა.
არგენტინის სენატმა თავის იუთუბის არხზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის და უკრაინის პრეზიდენტის სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში პირისპირ მოულოდნელად შეხვედრის მომენტი და მათ შორის რამდენიმე ათეული წამის განმავლობაში მიმდინარე საუბარი. მათი საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ვიქტორ ორბანმა რამდენჯერმე განაცხადა, წინააღმდეგია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და კიევისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების.
0
0