11/12/2023
08:27
მსოფლიო
არგენტინის სენატის იუთუბის არხზე გაჩნდა ვიდეო, რომელზედაც არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ მოულოდნელად შეხვედრის მომენტია აღბეჭდილი.
არგენტინაში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაცია გაიმართა.
ვიდეოში ჩანს, სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, ორბანისა და ზელენსკის პირისპირ მოულოდნელად შეხვედრის მომენტი და მათ შორის რამდენიმე ათეული წამის განმავლობაში მიმდინარე საუბარი.
საუბრის შინაარსის შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ არც მასპინძლებს და არც უკრაინის პრეზიდენტის ოფისს, უნგრეთის მთავრობის სახელით კი ახალი ამბების სააგენტო MTI-ის კითხვას ზელენსკისა და ორბანს შორის კომუნიკაციის დეტალებზე, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბერტალან ჰავასიმ უპასუხა:
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად განიხილავენ ამ საკითხს".
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ წინააღმდეგია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და კიევის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების.
0
0