
„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგანაც იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ!“ - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, დათქმებით მიენიჭებოდა.
ესენია:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
სამართლიანი არჩევნების ჩატარება - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდა - სიაში ცესკოსთან ერთად, ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა შეყვანილი;
სასამართლო რეფორმა;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
დეოლიგარქიზაცია;
ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებები, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტები.
რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ კიშინიოვსა და კიევთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს იმ პირობით, რომ ორივე ქვეყანა კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს.
ცნობისთვის: აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.
/ინფორმაცია განახლებადია/
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025