08/11/2022
22:06
პოლიტიკა
საქართველოსთვის პრობლემაა მუდმივი ჩარევა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოთამაშისგან და ასევე, კორუფციული არასამთავრობო ორგანიზციებისგან, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის კორუფციული და ფაქტობრივად, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ იღებს თანხებს, რათა დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ეს არასწორია და არასწორია, რომ ასოციაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ეუბნებიან ადამიანებს, არ განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. არასწორია, როდესაც დამოუკიდებელი ბიზნეს ასოციაციები დაბლოკა ინვესტორთა საბჭომ ისეთი ხალხის მხრიდან, როგორიცაა საერთშორისო სავაჭრო პალატა, რადგან მათ არ სურთ ნეიტრალური ბიზნეს ასოციაცია ინვესტორთა საბჭოში“, – განაცხადა დევიდ ლიმ.
დევიდ ლი ამბობს, რომ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
„თუ თქვენი ე.წ. წარმომადგენლები, რომლებიც სხვათაშორის, არ არიან არჩეულები, მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა სრულად კორუმპირებულია, რატომ განახორციელებ ინვესტიციას ასეთ ქვეყანაში. ეს სრული სიცრუეა. ეს პრობლემებს ქმნის და მსურს, ამის შესახებ ვისაუბრო. მე დავტოვე ბიზნეს ასოციაცია მათ დასაცავად. საქართველოსთვის პრობლემაა მუდმივი ჩარევა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოთამაშისგან და კორუფციული არასამთავრობო ორგანიზციებისგან, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. საერთშორისო სავაჭრო პალატა როდესაც ამბობს, არ განახორციელოთ ინვესტიცია, ეს პრობლემაა, რომელიც იწვევს სამუშაო ადგილების და ინვესტიციების დაკარგვას“, – განუცხადა დევიდ ლიმ საქართველოს პირველ არხს.
0
0