„სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის“ - მარიამ ჯიშკარიანი
27/11/2021
19:40
პოლიტიკა
A-
+A
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის.
„მისი ფსიქო - ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებაში ხელს არ შეუშლის. მას განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდება“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან.
მისი განმარტებით, ექსპერტები 28 ნოემბერს ალბათ კვლავ მოინახულებენ პაციენტს და მის მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე შეჯერდებიან.
შეგახსენებთ, რომ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველად მოინახულეს.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს გაიმართება.
0
0
400
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%