15/12/2021
19:08
პოლიტიკა
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში წამყვანი არის ნერვოლოგიური დიაგნოზი, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები და კიდევ სხვა დამატებითი სიმპტომები. აგრეთვე, ასენიზაციისა და დეპრესიული მდგომარეობა, რომლებიც დიდი ალბათობით კავშირში იმყოფება თავის ტვინის ორგანულ დაზიანებასთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა ნერვოლოგიური მკურნალობა, რომელიც სათანადოდ არ მიმდინარეობს და შემდგომში უკვე ფსიქორეაბილიტაცია, ასევე სომატური რეაბილიტაცია. საქმე გვაქვს კომპლექსურ შემთხვევასთან. მას აქვს ძალიან საშიში სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია, მას სჭირდება სპეციალური მკურნალობა და ეს შემდგომში რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეუძლებლად მიგვაჩნია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024