
„თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტს გამოეხმაურა.
„სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია, რომელმაც სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა. როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ, ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის და ა.შ., ეს დეგრადაციაზე მეტყველებს და არ ვიცი ასეთი პროცესებით როგორ უნდა მიაღწიონ რაიმე შედეგს არჩევნებზე, ეს ბუნებრივია შეუძლებელია. რაც კარგია, ჩვენთვის ეს კარგია სუბიექტურად და რაც მთავარია, ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ასე ვითარდება ეს პროცესები.
შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება პროცესები არჩევნებამდე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, რომ ეს არასწორი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საბოლოო ჯამში დაკარგავს ბოლომდე თავის ნეგატიურ როლს, რომელსაც ასრულებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მოკლედ, კარგი მიმართულებით მიდის ეს პროცესები“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0