22/12/2022
08:45
პოლიტიკა
„ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხოთ, იტყვის - რატომ არის სანატორიუმის პირობებში ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც გამოიწვია ომში საქართველოს მარცხი“, - ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ გადაცემაში იმედი LIVE განაცხადა.
დღეს მამალაძე საზოგადოებრივი ინიციატივის - „დაიცავი მშვიდობა“ შექმნის იდეით გამოვიდა და პარლამენტს და პროკურატურას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართა.
მან განმარტა რას გულისხმობს მისი ინიციატივა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ წინა ხელისუფლება რუსეთთან გარიგებაში იყო შესული, სხვა შედეგებს ელოდა, მაგრამ მიიღეს ტერიტორიული მთლიანობის მოშლა.
„აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რამ გამოიწვია მარცხი, რა იყო ამის მიზეზი. მიზეზებთან ერთად, გამოსაკვეთი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები - რატომ მოხდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მორღვევა. რატომ დავმარცხდით ამ ომში, რატომ მოიშალა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოჰყვა უამრავი ადამიანის დევნილობა, უსახლკაროდ დარჩენა, მეომრების დახოცვა და შემდეგ კოდორის მიცემა და შეიარაღების გადაცემაც კი - ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამონათვალია“, - განაცხადა მამალაძემ.
0
0