12/11/2022
00:52
პოლიტიკა
„რაღაცებში გიგაზე ჭკვიანი ვარ, მაგალითად, ემოციური ინტელექტი მეტი მაქვს. უფრო ვხვდები - ადამიანები რას აპირებენ, რას აკეთებენ“, - „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ გიგა ბოკერიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „გიგა უფრო სხვანაირი, ზემიერია“.
„მას შეუძლია თავისზე განსხვავებულ ადამიანებთან პოლიტიკური დიალოგი ისე წაიყვანოს, რომ სახეც შეინარჩუნოს. რაღაცნაირი გამოცდილება აქვს და ისეთი თვისებები აქვს, რომლებსაც მე ვერ ჩავანაცვლებ, მაგრამ მეც მაქვს ისეთი თვისებები, რომლებსაც გიგა ვერ ჩაანაცვლებს“, თქვა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც „ტაბულას“ დამფუძნებელი ყვება, თავიდან ისინი დიდი ხნის მოკავშირეები იყვნენ, რაც თავისით გადაიზარდა ცოლ-ქმრობაში. კითხვაზე - თუ როგორი ცოლია თამარ ჩერგოლეიშვილი, - ამის შესახებ პასუხის გაცემა უჭირს და ამბობს, რომ მათ სხვანაირი ურთიერთობა აქვთ.
„როგორ დავიხასიათო საკუთარი თავი? სადილს არ ვამზადებ და არც არავინ მთხოვს ამას. ჩვენ, რაღაც, განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს“, ამბობს ჩერგოლეიშვილი ინტერვიუში.
გადაცემა სრულად:
0
0