24/12/2021
18:42
პოლიტიკა
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები გახდებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
„პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.
„პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება გიორგი ამილახვარის კანდიდატურა. გიორგის დღემდე ეკავა ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და მას აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქმიანობის ძალიან ფართო გამოცდილება. შესაბამისად. ჩვენი აზრით ის არის უალტერნატივო კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, წარმატებას ვუსურვებ გიორგის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0