07/11/2022
19:58
პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.
კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო - 25%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12%
საქართველოსთვის - გიორგი გახარია - 3%
გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%
სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე - 2%
დროა - ელენე ხოშტარია - 2%
ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი - 2%
ხალხისთვის - ანა დოლიძე - 2%
გირჩი - 2%
პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%
ლელო - 1%
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 1%
სხვები - 2%
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%
ხმას არ მივცემდი - 6%
არ ვიცი - 16%
უარი პასუხზე - 7%.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0