23/12/2024
15:25
პოლიტიკა
„ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. კონსერვატიული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„გახსოვთ ალბათ ხომ, აქციებზეც კი, წინა შემთხვევაში აქტიურები იყვნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები , ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს - აღარ მინდა ამის შეფასებაში და ექსპერტიზაში წავიდე, ჩვენც ვიცით რაღაც ამასთან დაკავშირებით, ვინც ბავშვობაში რეპეტიციაზე მაინც ვყოფილვართ ან რაღაც წაგვიკითხავს ამის შესახებ. ქალების ხორუმი ცალკე თემაა, მაგრამ ხორუმს ცეკვავენ და აქ როგორც მინიმუმ ეს ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ. ისინიც კი ხვდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ, ან ასე იპოზიციონირონ მაინც, ეროვნული, ტრადიციული საკითხები, კარგია, რომ ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად, იძულებულები გახდნენ ტრადიციულ ფასეულობებზე, ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0