23/03/2023
21:20
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე „პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრების განცხადებები დახურულ კარს მიღმა განსხვავდება გარე გაკეთებული მესიჯებისგან.
მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება მკაცრი გზავნილები დახურულ კარს მიღმა საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ დახურულ კარს მიღმა ძალიან პროევროპულ განცხადებებს აკეთებს. ამის მომსწრე პირადად ვარ, როდესაც გვქონდა საგარეო ვიზიტები გერმანიაში. სრულიად სხვა რიტორიკა აქვს „ოცნებას“, როდესაც უცხოელებს ესაუბრებიან. ისინი მაგალითად ლგბტ სიტყვასაც კი წარმოთქვამენ მაშინ, როდესაც ამ სიტყვის თქმის აქ პარლამენტში - ეშინიათ. შეუძლებელია შიდა და გარე მესიჯები იყოს სხვადასხვა. შეუძლებელია არ ნახონ ამ ადამიანებმა [უცხოელმა პარტნიორებმა], თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“. გერმანიამ იცის სად დგას ქვეყანა და ქვეყნის საზოგადოება“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024