
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უმძიმესი თავისი შინაარსით, ბუნებით და შედეგებით. მათ ფაქტობრივად „გაუპრავეს“ ოკუპაცია [რუსეთს], - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ამ განცხადებით „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უმძიმესი თავისი შინაარსით, ბუნებით და შედეგებით. მათ ფაქტობრივად „გაუპრავეს“ ოკუპაცია [რუსეთს]. სამხედროებს დააბრალეს უმძიმესი დანაშაული. საერთაშორისო სასამართლოებში მაშინ დავამარცხეთ რუსეთთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“. ცხადია, ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ამ ადამიანების სახე, ვინაიდან არც სინანული გამოუთქვამთ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით და არც აღიარება მიუციათ. მთავარი ვერდიქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე უნდა გამოიტანოს ჩვენმა საზოგადოებამ 2024 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
0
0