12/11/2022
18:11
პოლიტიკა
როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი დაჯგუფება იკვეთება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე - ახალაიებისა და ნიკანორ მელიას დაჯგუფება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი პირები ხდებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სინამდვილეში როგორი უშინაარსო პარტიაა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მათი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კრიმინალური ისტორიებით გამოირჩევიან. როგორც ჩანს, ახლა შიგნით იკვეთება ორი დაჯგუფება, ერთია კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ხოლო მეორე ახალაიებისა და ნიკანორ მელიასი. ხაბეიშვილი, ჩალაძე, ისეთი პირები ხდებიან თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სინამდვილეში როგორი უშინაარსო პარტიაა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0