15/12/2021
13:28
პოლიტიკა
მისივე თქმით, ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაივიწყოს, რადგან მათ პასუხი ქართველმა ხალხმა იმით გასცა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 47 პროცენტი მიანიჭა.
„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა პოლარიზაციას ზრდის. ამიტომ, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან დეპოლარიზაცია და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თავსებადი არ არის. შერიგება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს ხალხთან და სახელმწიფოსთან, ასევე იმასთან, რომ არ უნდა, ხალხის არჩევანი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღიაროს. როგორც კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის არჩევანს, კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებს, პოლარიზაცია იქვე დასრულდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მის მიღებას 113 ხმა სჭირდება. ჩვენ ამ ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ მივიღებთ ისევე, როგორც ისინი ჩვენს გარეშე. მნიშვნელოვანია, თანხმობა, რისი წინაპირობაც არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებს უნდა დაესწროს. სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024