„ნაცმოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი - ეს უმძიმესი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ბოროტი და სისხლიანი - კახა კალაძე
18/12/2021
14:03
პოლიტიკა
A-
+A
“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ამ საკითხზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააანალიზოს საკუთარი მმართველობის წლები.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი“, - განაცხადა კალაძემ.
0
0
397
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%