29/05/2023
15:21
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში მართავს.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განუცხადა, განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი იქნება მიხეილ სააკაშვილის საკითხი, თუ რა რეჟიმით უნდა გააგრძელოს პარტიამ ბრძოლა სააკაშვილის თავისუფლებისთვის.
სხდომაზე განიხილავენ პარტიულ საკითხებსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
„განსახილველ საკითხებში, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი იქნება, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ცხადია გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში. ასევე ცხადია, დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ, რა უნდა გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამ, მათ შორის საგარეო მიმართულებით, როგორ უნდა იშრომოს, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ხალხმა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“ - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
0
0