27/03/2023
14:30
პოლიტიკა
ჩემი მხრიდან ნიკა მელია რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს, მისი იდეა დასანახია – მან პარტიის განახლება მოინდომა და ახალი სახეები მიიყვანა, მაგრამ ახლა ვხედავთ, პარტიაში რეტროგრადულ სურათს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მონსტრები მართავენ“.
„ნაციონალური მოძრაობა“ სრული პოლიტიკური დეგრადაციის გზაზე დგას. ფაქტობრივად, პარტიის ცხოვრების მთავარ დღის წესრიგად არაფორმალური მმართველობა გახადეს და პარტიას სათავეში შესაბამისი ლიდერიც ჩაუყენეს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა მიდის, ვინც საკუთარ თავს უფრო პროგრესულად ხედავს. ეს მკაფიოდ გამოიხატა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რადგან ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ მათი ახალგაზრდული ენთუზიაზმი უგულებელყოფილია, ვინც არ ემორჩილება არაფორმალურ მმართველობას. ეს პროცესი აისახება პარტიის ამომრჩევლის რაოდენობაზე. ჩემი მხრიდან ნიკა მელია რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს, მისი იდეა დასანახია – მან პარტიის განახლება მოინდომა და ახალი სახეები მიიყვანა, მაგრამ ახლა ვხედავთ, პარტიაში რეტროგრადულ სურათს, რადგან პარტიას პოლიტიკური მონსტრები მართავენ. მათი განცხადებებიც ზუსტად იმ მონსტროიდულ თარგში დევს, რითაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას მართავდნენ და ხალხს ჩაგრავდნენ, ეს იწვევს თვალხილულ დაშლას და ჩამოშლას პარტიული რიგების“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0