„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევს
06/11/2021
21:17
პოლიტიკა
A-
+A
ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს დრო იმისთვის, რომ თუ რაიმე საღი აზრის მარცვალი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს შერჩენილი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0
508
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%