
„ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშა სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ტყვეობაშია და გამოსახსნელია.
„აბსოლუტურად მკაფიოდ და ღიად ვიტყვი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშა სააკაშვილი, ღირებულებები და ქვეყანა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, პირადად მე პოლიტიკურ სცენაზე თუ ვინმეს გავლენას ვაღიარებ, არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვიცი, რომ ვარ მის პარტიაში. თავმჯდომარე ვხდები იმიტომ, რომ დღეს სააკაშვილი ტყვეობაშია. ეს კაცი არის დასახსნელი მოდით, პირდაპირ ვთქვათ, პირადად მე პოლიტიკურ სცენაზე თუ ვინმეს გავლენას ვაღიარებ, არის მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, რომ ვარ მის პარტიაში. თავმჯდომარე ვხდები იმიტომ, რომ დღეს სააკაშვილი ტყვეობაშია. ეს კაცი არის დასახსნელი“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0