26/11/2022
16:30
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩემი ოჯახი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში მარცხის მიუხედავად, პარტიის რიგით წევრად მაინც დარჩება.
„ამაზე დისკუსიის გახსნაც კი, სისულელედ მიმაჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩემი ოჯახი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პლატფორმა, სადაც ვუყურებ, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ პარტიის გარეშე არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. საქმეს როცა სჭირდებოდა ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. გავიმარჯვებ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის ორად გაყოფის შესაძლებლობას, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამორიცხულია, „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყოს“.
0
0