„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს აქციას გეგმავს
06/11/2021
21:20
პოლიტიკა
A-
+A
„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. შეკრება დაშლა, შეკრება დაშლა... ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“,- განაცხადა მელიამ.
0
0
436
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%