30/11/2022
20:28
პოლიტიკა
„ნაციონალი“ აგინებს „ნაციონალს“, „ნაცმედიის“ ჟურნალისტი აგინებს „ნაცმედიის“ ჟურნალისტს; „ნაცმოძრაობაში“ უკვე ისე დაერივნენ ერთმანეთს, ვინ ვის ჭამს, წესიერად ვეღარც გაარჩევ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“ამ პარტიას და მის ტელევიზიებს სძულთ ყველა და ყველაფერი წმინდა - სახელმწიფო, ეკლესია, ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე, მშვიდობა და ქართველი სპორტსმენების წარმატებაც კი. „ნაციონალების“ სიძულვილს შეუძლებელია რამე მოუხერხო, მაგრამ მათ მიერ ერთმანეთის გინება და ჭამა ნამდვილად საშური შედეგია და ამისათვის ბიძინა ივანიშვილი საგანგებო დაფასებას იმსახურებს.
ბიძინა ივანიშვილმა დატოვა გუნდი, რომელშიც არათუ არავინ ერთმანეთს არ აგინებს და ჭამს, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მედიაგარემო, სადაც, ნაცმოძრაობის რუპორების გარდა, არცერთი მედიასაშუალება ზიზღსა და სიძულვილს არ თესავს და არცერთი ჟურნალისტი მეორე ჟურნალისტს არ უპირისპირდება. „ნაციონალების“ შიდა დაპირისპირება და ურთიერთაუტანლობა სწორედ იმის შედეგია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ სისტემას მათ ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვეღარ ჩართეს და სასოწარკვეთილების შედეგად, ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა დემოკრატიულმა წყობამ „ნაციონალებს“ მისცა თავისუფლება, საკუთარი სახე და უსამშობლო ბუნება კიდევ ერთხელ სრულად ეჩვენებინათ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
0
0