16/11/2022
14:49
პოლიტიკა
“არ შეიძლება, „ნაცები“ და „ქოცები“ ევროპარლამენტსა და ევროპულ სტრუქტურებში ვეძებოთ, ვაკრიტიკოთ ისინი იმის გამო, რომ წარსულში ვიღაცასთან უთანამშრომლიათ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წარმოადგენს ევროკავშირს, მისი მინისტრია გაფართოების საკითხებში და შეუძლებელია, ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდეს.
"ოლივერ ვარჰეი წარმოადგენს ევროკავშირს, მისი მინისტრია გაფართოების საკითხებში და შეუძლებელია, ვიწროპარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს ატარებდეს. 12 რეკომენდაციაზე ვარჰეის განცხადება იყო თანხვედრაში ყველა წინა განცხადებასთან, რაც ევროკავშირს ჰქონდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა საქართველოს ერთი შანსი აქვს და არანაირი მეორე შანსი ბიძინას მიერ, თუ ბიძინას დამარცხებით, ასე თუ ისე და ცალკე პროცესების შექმნით, არ იქნება. თუ მთელს ამ პროცესს სერიოზულად არ შევხედავთ და ყველა მხარე არ ჩავერთვებით, ეს შანსი წყალში ჩავარდნილი იქნება. პასუხისმგებლობა კი ყველას დაეკისრება, მათ შორის ოპოზიციის ნაწილს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0