„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
26/07/2023
11:24
საზოგადოება
A-
+A
„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეები. ამასთან, მარცხენა სანაპიროს მხარეს ხიდის დაზიანებული ბურჯი რეაბილიტირდა.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით და ზედამხედველობით განხორციელდა.
„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.
უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ იგეგმება გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.
0
0
184
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%