11/11/2022
22:23
პოლიტიკა
„ძალიან რომ დარდობს, მჯერა. მჯერა, რომ კარგად არ არის და რომ დეპრესიაშია. მგონია, რომ ხელისუფლებას ჰყოფნის იმდენი ეშმაკობა, რომ ის {სააკაშვილი} ცოცხალი ჰყავდეს“, ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ძალიან დარდობს და ის დიდხანს ვერ შეეგუება ამ მდგომარეობას.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას რომ რამე დაემართოს, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კატასტროფა იქნება. სულ ვნერვიულობ, რამე არ მოხდეს... ძალიან მინდა სადმე გადაიყვანონ და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. სააკაშვილი დარდობს და ის ვერ შეეგუება ამ მდგომარეობას. პოლიტიკური ნების საკითხია, რამდენად შემწყნარებელი იქნება მმართველი ძალა, მაგრამ ამ ხელისუფლების იმედი არ მაქვს; ამიტომ თხოვნებიც {გადაყვანის შესახებ} უაზროდ მიმაჩნია“, ამბობს ჩერგოლეიშვილი.
მისივე თქმით, სააკაშვილისთვის საუკეთესო გამოსავალი და დახმარება იქნებოდა, თუ თანამოაზრეები მას ფსიქოლოგიურად შეამზადებდნენ, რომ შეიძლება ეს რეალობა არ შეიცვალოს და ეს მდგომარეობა კიდევ გაგრძელდეს.
„ყველაზე კარგი გამოსავალი სააკაშვილისთვის დალაპარაკებაა, ფსიქოლოგიური შემზადებაა, რომ შეიძლება ეს მდგომარეობა კიდევ გაგრძელდეს. სჯობს ფსიქოლოგიურად შეამზადონ და ასე დაეხმარონ. მინდა ეს საფრთხე მოიხსნას, მაგრამ „ქართული ოცნების“ იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება სააკაშვილს 2024 წლისთვისაც მოგების ფორმულად გამოიყენებს“, განაცხადა ჩერგოლეიშვილმა ინტერვიუში.
გადაცემა სრულად:
0
0