17/12/2021
11:30
პოლიტიკა
როგორც იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან მიმართებით პროგრესს ვერ ხედავს.
„ერთ კვირაზე მეტია მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებმა ძალიან შემაწუხა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მონახულება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია. აქვს სისუსტე, მალე იღლება და სჭირდება ძლიერი რეაბილიტაცია. ყოველ ჯერზე როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ძალიან ბევრ სიძულვილს და ბევრ პრობლემას ვხედავ და ვფიქრობ, რომ საჭიროა როგორღაც გამოიძებნოს გადაწყვეტილება რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთ ქვეყანაში. აუცილებელია დიალოგი და რეალური გადაწყვეტილებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, რათა ქვეყანა კრიზისში არ იყოს“, - აცხადებს ლიზა იასკო.
0
0