13/04/2023
22:33
პოლიტიკა
BBC-სთან ინტერვიუში თაღლითური სქემის გამო დაზარალებული პირები ჰყვებიან, რომ მათ სინამდვილეში არ იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ.
„მეუბნებოდნენ ისე მოგივლი, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: ფილ, იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში“, - აცხადებს თაღლითობის მსხვერპლი ერთ-ერთი ქალი.
კიდევ ერთი მოტყუებული მოხუცი აღნიშნავს, რომ 30 000 დოლარი დაკარგა თაღლითების გამო.
„ძალიან მრცხვენია იმის გამო რა მარტივად გამასულელეს, ჩემმა მეგობრებმაც გაიგეს რა სულელი ვიყავი. ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი, ყველაფერი რაც მოვაგროვე დავკარგე. ათობით თაღლითის გამო 30 00 დოლარი დავკარგე“, - აღნიშნავს მოტყუებული მოხუცი.
ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში ე.წ. ქოლ ცენტრებში დასაქმებული პირი ამბობს, რომ მუშაობის დაწყებისას არ იცოდა რას აკეთებდა.
„სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როცა დავიწყე მუშაობა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად, გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი, მაგრამ, როცა გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიანების გამო, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ“, - განაცხადა bbc-თან ინტერვიუში ქოლ ცენტრებში დასაქმებულმა.
0
0