
MEGOBARI Act-ის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას საქართველოსთვის, თუ მისი მთავრობა დაუბრუნდება განვითარების დემოკრატიულ გზას, წარედგინა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ,,ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში, რომელიც მუშაობს ვაშინგტონში.
კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.
„სავარაუდოდ, კომიტეტი მიიღებს მას“ - წერს რაუფოღლუ.
ამავდროულად, MEGOBARI აქტის ავტორი და ინიციატორი, კონგრესმენი ჯო უილსონი, ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი მოიცავს „სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს“. ჟურნალისტებთან საუბარში კონგრესმენი საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ახლახან მიღებულ კანონს შეეხო.
„ქართული ოცნება ემუქრება სიტყვის თავისუფლებას რუსული სტილის კანონის მიღებით. სამწუხაროა, რომ კანონი პუტინის გავლენით იქნა მიღებული... მეგობარის აქტი ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას. ის მოიცავს სანქციებს მათ მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ხელს უშლის ქვეყანას, დაუბრუნდეს ტრანსატლანტიკურ გზას და ხელს უშლის თავისუფალ არჩევნებს ოქტომბერში. ეს არის ჩვენი მეგობრობის მნიშვნელოვანი გზავნილი. ყველა ქართველს ესმის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და მათ სუვერენიტეტს“, - ამბობს უილსონი.
„საერთო ჯამში, MEGOBARI აქტი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
„ორპარტიული „მეგობარის აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ადმინისტრაციისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ ძალისხმევას და ვაფასებ, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს“, - თქვა ბილ კიტინგმა.
ამერიკის კონგრესში MEGOBARI Act-ის კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა მიმდინარე წლის მაისში წარადგინა.
0
0