29/05/2023
19:52
პოლიტიკა
„იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა „თავისუფლება“ არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული“და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, გათავისუფლების მიზნით ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოს და ბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას .მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე.
0
0