22/12/2022
08:28
პოლიტიკა
„მარგველაშვილი არის „ოცნებაზე“ გაბრაზებული და ნაწყენი. მას მუდმივი ბოღმა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში. მე ვერ დავიბრალებ, რომ მის არჩევაში ან წინსვლაში რაიმე წვლილი მიმიძღვის, მაგრამ არიან ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც მისი გამარჯვებისთვის დღედაღამ იბრძოდნენ. მას ეს დაავიწყდა. მეორე მხრივ ეს არის ეს პოზა, რელაქსაციაში მყოფი ფსევდო ინტელექტუალის“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის ჩართული იმ მართულ კამპანიაში, რომ როგორმე სააკაშვილი დაუძვრეს იმ სასჯელს, რომელიც მისთვის სამართლიანად არის მისჯილი. ყველას ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში და ყველგან არსებობს დაზარალებულის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ჩვენ გვეუბნებიან რას, რომ - დაივიწყეთ ყველაფერი, მთავარია მიშა არ იყოს ციხეში“, განაცხადა წულუკიანმა.
0
0