
საფრანგეთის ხელისუფლება ეძებს ადგილს ახალი ახალი კალედონიისთვის,. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეგრამში დაწერა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ადგილს ახალი ახალი კალედონიისთვის“, - დაწერა ზახაროვამ.
მან ასევე დაწერა. რომ პარიზი ამჟამად საქართველოსა და სომხეთს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობს.
ასე გამოეხმაურა ზახაროვა ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს მოსაწვევი გაუგზავნა და ის 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „კავკასია საბჭოთა უღლისგან და რუსული გავლენისგან საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს.
„თუ პარიზს რამის გათავისუფლება სურს, სჯობს, ახალი კალედონიის ძირძველი მოსახლეობა ფრანგული ბატონობისგან გაათავისუფლოს“ - განაცხადა ზახაროვამ.
0
0