„ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, “ლელოსა” და "საქართველოსთვის" შესაძლო თანამშრომლობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"სახეზეა პოლიტიკური ფლირტი. აქედან გამოვა ერთობა ან კავშირი, მოდით, დაველოდოთ გია ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს. ვნახოთ, რა გამოუვა, რადგან იღწვის ეს ადამიანი, შედეგებს დაველოდოთ. მარებლობა რას ნიშნავს – მეგრულად ნიშნავს ადამიანს, რომელიც წყვილებს ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება. პოლიტიკურ ფლირტში აქტიურობენ ვაჟები, როგორც კლასიკურ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ „ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
0
0