30/08/2023
15:50
მსოფლიო
პოლონეთში, სავოევოდოში ე.წ. ლეგიონერების დაავადებას 16-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ RMF24-ი იტყობინება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპულებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. ასევე დადასტურდა „ლეგიონელას“ ინფექციის ორი ახალი შემთხვევა.
ზოგადად „ლეგიონელოზის“ მქონე პაციენტების რაოდენობა 155-მდე გაიზარდა.
ამ დრომდე გრძელდება ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის წყაროს დასადგენად.
ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერია ლეგიონელა (Legionella) ბუნებრივი წყალსატევებისა და ნიადაგის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებშიც ხვდება, მრავლდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ის, გარდა ლეგიონერების დაავადებისა, შედარებით მსუბუქად მიმდინარე პონტიაკის ცხელებასაც იწვევს.
0
0