18/05/2023
14:50
პოლიტიკა
„კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა. რამდენჯერაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული ტელეკომპანიის მიმართ, როდესაც საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, იმდენჯერ უწოდა კეზერაშვილის მედიამ ამას თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. გამოდის რომ კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ეს არის BBC“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთი რამ უნდა ითქვას: კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, შარაგზის ყაჩაღი, ის ძარცვავდა ბიზნესმენებს, ჯარსა და ევროპელ პენსიონერებს, ახლა კი გაკადნიერდა და უჩივლა BBC-ს, შეიტანა სარჩენი რაც მის ბუნებაზე მეტყველებს. მას იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს ამ BBC-ისთან დაკავშირებულ საქმეს. ფული მას ბევრი აქვს, აგრეთვე იმედი აქვს „პატრონების“. თუ „პატრონები“ დაეხმარებიან და დიდი ფულიც ამოქმედდება, შეიძლება, BBC-იც კი დაამარცხოს კეზერაშვილმა. ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა თავისუფალ მედიას კეზერაშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024