15/12/2022
12:12
პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ხაჭაპურიძის თქმით, მას უკვე მზად აქვს სარჩელი.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის კადრებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა.
„ბრძოლა გრძელდება საბჭოთა მეთოდებით. რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული, ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ, პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, თითქოს, რომ რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეო ჩართვას, როგორც ჩანს, გამიზნული იყო, რომ პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო და საღამოს ეს კადრები გავრცელებულიყო. მოუწევთ სააკაშვილის მაინც ჩართვა და რაღაცნაირად უნდა შეანელონ ეფექტი, რასაც საზოგადოება დაინახავს.
1 საათში იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრებს შევიტან. გამზადებულია ეს საჩივრები, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა...
იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გავალ თუ არა გადავაგზავნი განცხადებებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურზე და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.
0
0