
„ჰამასი“ მზად არის ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეჭრისთვის. მედიის ცნობით, ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს მაღალჩინოსანმა წევრმა, ეზატ ალ-რიშაკიმ განაცხადა.
„ისრაელის ჯარისკაცების ნაშთებს ღაზის მიწა შთანთქავს“, – აცხადებს ეზატ ალ-რიშაკი.
მისივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გადაწყვეტს ღაზაში შესვლას, წინააღმდეგობა მზად არის.
ღაზას სექტორში აფეთქებების ხმა ისმის. როგორ BBC-ი წერს, ახლახანს კიდევ რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა.
გარშემო ჩანს ბევრი კვამლი.
მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ ის "ამაღამ აფართოვებს ოპერაციებს" ღაზაში.
„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს "დაუყოვნებლივ იმოქმედოს" ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შესაჩერებლად.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზაში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეწყვეტილია.
0
0
წვიმა ელჭექით - ამინდი საქართველოში
09/07/2025